2012 წლის იანვარში საქართველოში შემოსული ტურისტების უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა. საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, იანვრში
საქართველოში 227 ათას 6 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 41%-ით აღემატება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტაბილურად იმატებს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან. მათი საშუალო მატების ტემპი 37%-ია.
ქვეყნების პირველი ათეული - 2012 წლის იანვრში ჩამოსულთა პროცენტული მატების მიხედვით: თურქეთი 93516, სომხეთი 36856, აზერბაიჯანი 58698, რუსეთი 17227, უკრაინა 3423, ირანი 2411, აშშ 1853, გერმანია 981, ყაზახეთი 897, საბერძნეთი 878.
მასალის გამოყენების პირობები