ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით გამართულ დაჯილდოებაზე, მთავარ ნომინაციაში - 2011 წლის შედეგებით ნავთობპროდუქტების სექტორში ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაცია -,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" გახდა, რომელმაც წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 197 632 572 ლარი შეიტანა.
"ამ დაჯილდოებაზე ყოფნა შედეგია იმის, რასაც ამ წლების განმავლობაში მივაღწიეთ. დაჯილდოების ცერემონიალში 5 წელია ვმონაწილეობთ და 4 წელია რაც მთავარ ნომინაციებში ვიმარჯვებთ. კომპანიამ 2011 წელს ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა. 197 მლნ ლარი შეიტანა. ხოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ბიუჯეტში 775 მლნ. ლარი შევიტანეთ. "სოკარი" ამ ციფრებით ამაყოფს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ციფრები მალე 1 მლრდ. ლარს მიაღწევს. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჩვენი როლი მნიშვნელოვანი იყოს და დავნერგოთ ახალი, ხარისხიანი სერვისები"- აღნიშნა "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მაილ მამედოვმა.
კომპანია, რომელსაც ნავთობპროდუქტების სექტორში ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული გამარჯვებული "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" გახდა, რომელმაც 2011 წელს 3 132 ადამიანი დაასაქმა.
"ჩვენ ორიენტირებულნი ვართ პროდუქციის ხარისხზე და ეს ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ კურსს არასოდეს არ შევცვლით. უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყოველ წელს ჩვენ გარკვეულ ნომინაციებში ვიმარჯვებთ. 2011 წელს კომპანია "ვისოლს" ყველა პარამეტრებში აქვს ზრდა. განსაკუთრებით გამოვყოფდი, რომ ასეულობით ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ქსელი 2011 წელს მნიშვნელოვნად გავზარდეთ და რამდენიმე ახალი სადგური დავამატეთ. 2011 წელს ჩვენ მნიშვნელოვნად ვაქტიურობდით ასევე სოციალური კუთხითაც., რაც საბოლოოდ კომპანიის პარამეტრების ზრდაზეც აისახა"- განაცხადა "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სოსო ფხაკაძემ.
ნავთობკომპანია, რომელმაც ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა 2011 წელს საქართველოში "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმია", რომელმაც გასულ წელს 53 მლნ. 423 ათას 462 ლარის ინვესტიცია განახორციელა. გარდა „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარებაში ჩადებული წილისა, აღნიშნული ინვესტიაცია ორი უმსხვილესი პროექტის განხორციელებას მოხმარდა. ბათუმი-თბილისის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მდებარე მულტიფუნქციური კომპლექსი „სოკარ-გუდვილის ავტო ლაუნჯი" 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტამა მიხეილ სააკაშვილმა და კომპანიის ხელმძღვანელებმა გახსენეს. 2011 წელს ასევე საფუძველი ჩაეყარა „სოკარისა" და „მაკდონალდსის" ერთობლივი კომპლექსის მშენებლობას ქალაქ ბათუმსა და მარნეულში. საქართველოს ნავთობბაზარზე მოღვაწეობის 7 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ ჩადებულმა ინვესტიციამ 183 მლნ. 920 ათას 263 ლარი შეადგინა. კერძოდ 2006 წელს კომპანიამ 74 მლნ. 620 ათასი ლარი შეადგინა. 2007 წელს - 7 მლნ. 248 ათას 559.31 ლარი, 2008 წელს - 25 მლნ. 500 ათას 242.76 ლარი, 2009 წელს - 24 მლნ. 615 ათას 644.46 ლარი, 2010 წელს -73 მლნ. 57 ათას 734.47 ლარი
2011 წელს ყველაზე სწრაფად განვითარებადი კომპანია კი "გალფ ჯორჯია" გახდა.
საუკეთესო სტაბილური უცხოური კომპანიად კი- "რომპეტროლ საქართველო" იქნა აღიარებული. საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ავტოგასამართი სადგურების ქსელის ნომინაციაში კი გამარჯვებული "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" გახდა.
"გასული წელი "რომპეტროლ საქართველოსთვის" მართლაც უპრეცედენტოდ წარმატებული იყო. 2011-ში კომპანიამ ბიუჯეტში 90 მილიონზე მეტი ლარი შეიტანა, ხოლო ბენზინგასამართი სადგურების ქსელი 58-იდან 66-მდე გაიზარდა. კომპანია შეინარჩუნებს ქსელის გაფართოებისკენ აღებულ კურსს და წელს ქვეყნის მასშტაბით ქსელს კიდე 6 სადგური შეემატება. ასევე უახლოეს მომავალში კომპანია მართვის ინტეგრირებული სისტემების დანერგვას და ბენზინგასამართი სადგურების სრულ ავტომატიზირებას გეგმავს. "რომპეტროლ საქართველოსთვის" მეტად მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა კომპანიის მუშაობის შედეგების მაღალი შეფასება. მუდამ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი სასარგებლო იყოს არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის და მომხმარებლებს არაერთ წარმატებულ პროექტს შევთავაზებთ", - განაცხადა "რომპეტროლ საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ნურკენ მურზაგალიევმა
საკუთარი სამარკო ნიშნით მოქმედი ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის მქონე კომპანიად - "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" დასახელდა.
კომპანია, რომელიც ოპერირებას უწევს ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს - "გალფ ჯორჯია" - 130 ავტოგასამართი სადგური;
ინფრასტრუქტურული პროექტისათვის - პირველად საქართველოში მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებისათვის - "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" და "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია"
სახელმწიფო ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელი ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების კომპანია - "GT GROUP"; - 10 762 512 ლარი;
2011 წლის საუკეთესო ხარისხის მქონე კომპანია ავტოპროდუქტებისა და სერვისის დარგში - "თეგეტა მოტორსი";
სახელმწიფო ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელი საგზაო ბიტუმის იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია - ფასტ პლიუსი" - 1 860 452 ლარი;
საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტერმინალი - "შავი ზღვის ტერმინალი";
საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის - "ბათუმის საზღვაო ტერმინალი";
საქართველოს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის - "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი"; "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია"; "გალფ ჯორჯია"; "რომპეტროლ საქართველო";
მნიშვნელოვანი სოციალური პროექტების განხორციელებისათვის - "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი"; "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია"; "გალფ ჯორჯია"; "რომპეტროლ საქართველო"; "თეგეტა მოტორსი"; "GT GROUP; "ფასტ პლიუსი".
ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე აცხადებს, რომ ნავთობპროდუქტების სექტორის გავლენა ქართული ეკონომიკაზე მნიშვნელოვანია.
"ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც მსხვილ და დინამიურად მზარდ ბიზნესებს აერთიანებს. ბოლო წლებში ამ ორგანიზაციებმა საუკეთესო კორპორატიული პრაქტიკა დანერგეს. ამ სეგმენტში შემავალ ორგანიზაციებსა და მთავრობას შორის ურთიერთანამშრომლობის შედეგად სექტორში აღმოიფხვრა ფალსიფიკაცია და კონტრაბანდა. ამ სექტორში ბრუნვები არის მზარდი და ზოგადად ეკონომიკური განვითარების დინამიკა არის კარგი. ეს მნიშვნელოვანიცაა რადგანაც ეს სექტორი გადაჯაჭვულია ქვეყნის ეკონომიკაზე. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა ამ კომპანიების მიერ, შესაბამისად ის თანამშრომლობა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ამ სექტორთან ქონდა აუცილებლად გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ მათთვის 2012 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება"- აცხადებს დიმიტრი გვინდაძე.
ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვარალაშვილი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში სექტორი განვითარდა და თუ კი 2005 წელს სექტორს ბიუჯეტში 70 მლნ. ლარი შექონდა დღეისათვის სექქტორს ბიუჯეტში 450 მლნ. ლარი შეაქვს.
"პირველი დაჯილდოების ღონისძიება, 2005 წლის 5 იანვარს ჩატარდა დ ამ პერიოდში ბაზარზე აღურიცხავ საწვავს მნიშვნელოვანი წილი ეკავა. ეს იყო თითქმის 70 %-იანი დონე და ამ პერიოდში ნავთობპროდუქტების სეტორიდან ბიუჯეტში მხოლოდ 70-90 მლნ. ლარი შედიოდა. ამ პერიოდშივე გარდა იმისა, რომ იყო ძალიან ცუდი ვითარება ის უწყებები, რომელთაც კონტროლი და მონიტორინგი ევალებოდათ თავად იყვნენ კორუფციაში ჩართულნი. მაშინ პრიორიტეტი იყო სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები და ჩვენც მხოლოდ ამ მიმართულებით ვიყავით ორიენტირებულნი. თუ კი 2005 წელს ნავთოპბპროდუქტების სექტორს ბიუჯეტში 70-90 მლნ. ლარი შექონდა, დღეს ეს თანხა 450 მლნ. ლარს აღწევს. ფაქტობრივად შეგვიძლია გითხრათ, რომ ქვეყასნაში კონტრაბანდული საქონელი აღარ არის. შედეგიც სახეზეა. მაგალითისთვის "სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიამ" ბიუჯეტში 200 მლნ. ლარამდე შეიტანა. გარდა ამისა "სოკარმა" განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები. მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ასევე "ვისოლის" გალფის", "რომეტროლისა" და "ლუკოილის" მხრიდან. 2011 წელი 2010 წელთან შედარებით საკმაოდ წარმატებული იყო"- აცხადებს ვანო მთვარალაშვილი.