აჭარის ბიუჯეტი 46 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, აჭარის ნაერთი ბიუჯეტი იანვარში 145,7 %-ით შესრულდა. იანვარში აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 6 მლნ.386 ათას 300 ლარი იყო, თუმცა თვის ბოლოს შესრულებამ 9 მლნ. 305 ათას 800 ლარი შეადგინა. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, იანვარში აჭარის ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 132,3 %-ით შესრულდა, ხოლო სხვა შემოსავლების მუხლი - 168,9 %-ითაა შესრულებული.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარში ხულოს მუნიციპალური ბიუჯეტი 507,9 %-ითაა შესრულებული, შუახევის მუნიციპალური ბიუჯეტი - 424,7 %-ით, ქედას მუნიციპალური ბიუჯეტი - 357,5 %-ით, ხელვაჩაურის მიუნიციპალური ბიუჯეტი 346,5 %-ით, ბათუმის ბიუჯეტი - 159,7 %-ით, ხოლო ქობულეთის მუნიციპალური ბიუჯეტი 153,5 %-ითაა შესრულებული.