აჭარის მთავრობა ბიუჯეტს ზრდის. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, აჭარის 2012 წლის ბიუჯეტი 9 მლნ. 591 ათას 600 ლარით იზრდება.სამინისტროს ინფორმაციით, თანხა ძირითადად სოციალური სახლების მშენებლობასა და სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება. გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯზე სამინისტროებისა და უმაღლესი სასწავლებლების პროექტებიც დაფინანსდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა 2011 წლის ბიუჯეტის მორჩენილი ნაშთია. ზრდის შემდეგ, აჭარის 2012 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 124 მლნ. 534 ათას 100 ლარით იქნება განსაზღვრული.
როგორც ცნობილია გუშინ აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხი განიხილეს, თუმცა ოპოზიციამ საკითხს მხარი არ დაუჭირა. ქრისტიან-დემოკრატებმა პრიორიტეტები დაიწუნეს.