იანვარში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 32 450 ერთეული შეადგინა. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, იანვარი 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარებით აშკარა ზრდით გამოირჩევა:
„2007 წლის იან- ვართან (19 350 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 67.7%-ით, 2008 წლის იანვართან (21 798 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 48.9%-ით, 2009 წლის იანვართან (15 839 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 104.9%-ით, 2010 წლის იანვართან (20 946 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 54.9%-ით და 2011 წლის იანვართან (27 864 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 16.5%-ით"- აცხადებენ სააგენტოში.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობის კლება (32.9%-ით) უჩვეულო არაა სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით: თვეებს შორის დეკემბერი უძრავი ქონების ბაზარზე მაქსიმალური აქტიურობით გამოირჩევა, ხოლო იანვარი - მინიმალურით.