ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში მოქმედ წარმატებულ კომპანიებს დააჯილდოებს.
ხვალ, 3 თებერვალს 19:00 საათზე ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ორგანიზებით „ქორთიარდ მერიოტში" ტრადიციულად უკვე მერვედ გაიმართება ცერემონიალი, სადაც დაჯილდოვდებიან 2011 წლის შედეგებით ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში მოქმედი კომპანიები სხვადასხვა ნომინაციებში.
მთავარი ნომინაციებია: 1. 2011 წელს ნავთობპროდუქტების სექტორში სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაცია; 2. კომპანია, რომელსაც ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული; 3. ნავთობკომპანია, რომელმაც ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა 2011 წელს საქართველოში და სხვ.
ნომინირებულ კომპანიებს შორის წარმოდგენილ არიან: ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი", ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია", ,,რომპეტროლ საქართველო", „გალფ ჯორჯია"; ,,თეგეტა მოტორსი", ,,ჯი-თი გრუპი" ,,შავი ზღვის ტერმინალი" და სხვ.
ღონისძიებას დაესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების, სახვადასხვა ორგანიზაციების (მათ შორის საერთაშორისო) ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები.