ENG / RUS       12+

რუსული მედია მიხეილ სააკაშილისა და ობამას შეხვედრას თავისებურ შეფასებას აძლევს

რუსული მედია წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აშშ-ს პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ სასიხარულო საბაბი ნაკლებად აქვს. გაზეთი "კომერსანტი" წერს: "სინამდვილეში სააკაშვილს ობამასტან გამართული შეხვედრის შემდეგ სასიხარულო ბევრი არაფერი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ობამა დაპირდა საქართველოს "სახელმწიფოებრივი მდგრადობის შეძენას" და მის ახლანდელ საზღვრებში განვითარებას, მას არაფერი საიმედო არ უთქვამს თბილისისათვის მთავარ საკითხბზე - ნატოში გაწევრიანებასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით", _ წერს რუსული მედია.

ამას გარდა, შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ობამა არ შეხებია საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ კონფლიქტს და მხოლოდ თბილისის პროგრესი აღნიშნა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. თანაც განაცხადა, რომ ვაშინგტონისათვის საქართველო ამიერკავკასიაში მთავარ პარტნიორად რჩება.

"კომერსანტი" ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი რუს სამხედროებს, რომლებიც სადავო ტერიტორიებზე არიან განთავსებული "ოკუპანტებს" უწოდებს, ხოლო გასული წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა რუსეთი მტრად გამოცხადა და უსაფრთხოების ახალი კონცეფცია დაამტკიცა. რუსეთი ამ დოკუმენტში 44 -ჯერაა ნახსენები და ხასიათდება, როგორც საქართველოს მთავარი მტერი, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა.

ავტორი: . .