31 იანვარს, 17:30 საათზე, სასტუმრო „Radisson Blu Iveria"-ში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, იმართება შეხვედრა: „ეკონომიკური პერსპექტივები და პალატა 2012 წელს". აღნიშნულ შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და სავაჭრო-სარეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი დაესწრებიან, მოწვეული იქნებიან საქართველოში მოქმედი 170-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები