"ელიტ ელექტრონიქსმა" ფეისბუქის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. კომპანიის ინფორმაციით, დღეს საზეიმო ვითარებაში გამარჯვებული კონკურსანთების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს საჩუქრად მათ მიერ დამსხვრეული ტექნიკის შესაბამისი ახალი ტექნიკა, ხოლო დანარჩენ 7 კონკურსანტს სხვადასხვა სახის წვრილი ტექნიკა გადაეცათ.
როგორც ცნობილია, 20 დეკემბერს კომპანია "ელიტ ელექტრონიქსმა" მის კუთვნილ ფეისბუქის გვერდზე გამოაცხადა კონკურსი "ელიტ ვიდეო", კონკურსის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაემსხვრია მისთვის სასურველი საყოფაცხოვრებო ან ციფრული ტექნიკა, გადაიღოთ მსხვრევის ამსახველი ვიდეო რგოლი და აეტვირთად ელიტ ელექტრონიქსის ფეისბუქის გვერდზე მოცემულ აპლიკაციაში, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ 16 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა 10 საუკეთესო ვიდე რგოლი, 9 ვიდო დაგროვილი მოწონების (ლაიქების) შედეგების მიხედვით, ხოლო 1-ი " ელიტ ელექტრონიქს" რჩეული.