აჭარის მთავრობა ონკოლოგიის ცენტრს ყიდის. აჭარის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიის ცენტრის" საწყისი ღირებულება 1 მლნ. 500 ათასი ლარია და მისი გაყიდვა 13 თებერვალისთვის ჩანიშნულ ელექტრონულ აუქციონზე იგეგმება.
საპრივატიზაციო პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია, 2013 წლის 20 დეკემბრამდე უზრუნველყოს შპს ''აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიის ცენტრის'' რეაბილიტაცია, ხოლო აუქციონის დასრულებიდან 2012 წლის 20 დეკემბრამდე უზრუნველყოს წინა წლების დარჩენილი გადასახდელი დივიდენდის 350 ათას 734 ლარის და 2012 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით წარმოშობილი დივიდენდის გადახდა. ინვესტორი ვალდებულია ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას პროფილი შეუნარჩუნოს.