კომპანია `ნატახტარმა~ ლუდის მოყვარულებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა. შეიცვალა `ნატახტარის~ ყველა სახის ბოთლის დიზაინი, შეფუთვა, ეტიკეტი და ლოგო. დღეს უკვე `ნატახტარი~ ქართული ლუდის ბაზარზე არა მარტო ლუდის უნიკალური გემოვნებითი თვისებებით არის გამორჩეული, არამედ თანამედროვე დიზაინითაც.
ასე რომ, `ნატახტარმა~ მომხმარებელი კიდევ ერთხელ გააოცა. კომპანიამ სახეშეცვლილი ლუდი `ივენთ ჰოლში~ გრანდიოზულ მიღებაზე წარმოადგინა. საღამო გაფორმებული იყო სუფლიორის ტექნოლოგიებით. სუფლიორის ტექნოლოგია, ანუ ჰოლოპროექცია საქართველოში ჯერ არავის გამოუყენებია. გარდა ამისა, საღამოს ამშვენებდნენ ანსაბლი - `მეტეხი~, ორკესტრი - `თბილისი ბიგ ბენდი~, მომღერლები მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, თაკო გაჩეჩელაძე, ზაურ შავგულიძე და სხვა.
`ნატახტარის~ მარკეტინგის მენეჯერის თორნიკე ნიკოლაიშვილის განცხადებით, ახალ დიზაინსა და ლოგოზე მუშაობა 1 წელი მიმდინარეობდა და ცვლილებები არა ერთი მომხმარებლის მოთხოვნამ განაპირობა.
`მინდა გავიმეორე ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებლის ნათქვამი - ჩვენი ლუდი უნდა გამოიყურებოდეს ისე, როგორც ეს შეგვეფერება ჩვენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, მომხმარებლის დაკვეთა შეგვესრულებინა. შეიცვალა კომპანიის ლოგო, შეფუთვა, ეტიკეტი და ბოთლის დიზაინი. `ნატახტარი~ გახდა სასიამოვნოდ აღსაქმელი და ესთეტიკურად მიმზიდველი. გარდა იმისა, რომ ჩვენი ლუდი დამზადებულია 100%-ით ნატურალური ალაოსგან~, - აღნიშნა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორის კომპანია `ბეთერფლაის~ წარმომადგენლის სანდრო კაკულიას განცხადებით, `ნატახტარს~ პროდუქციის რეკლამირების განსხვავებული გზა ექნება. კერძოდ, შექმნილია შავი ყუთი, რომელშიც თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მომხმარებელი ხედავს, როგორ იქმნება ნატახტარის ბოთლი, ეტიკეტი, განახლებულ ბოთლში ისხმება ნატურალური ალოასგან დამზადებული ლუდი.
`გვინდოდა ეს საღამო ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის ოსკარისა და გრემის დაჯილდოება. `ნატახტარის~ თანამედროვე დიზაინის ბოთლმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენც თანამედროვე ტექნოლოგიები - ჰოლოპროექცია გამოგვეყენებინა. საქართველოში ეს ტექნოლოგია პირველად გამოვიყენეთ. ასევე `ნატახტარს~ ექნება პროდუქციის რეკლამირების განსხვავებული გზა, რომლითაც მომხმარებელი ნამდვილად გაოცდება~, - ამბობს სანდრო კაკულია.
„დღეს ნატახტარისთვის~ ძალიან კარგი დღეა. გამოუშვეს ახალი დიზაინის ბოთლი. მართალია ლუდის მომხმარებელი არ ვარ, თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ `ნატახტარის~ სახელი საკმაოდ კარგად არის ყველასთვის ცნობილი, რომელიც ძალიან პოპულარული და წარმატებულია ბაზარზე. რაც შეეხება დღევანდელი საღამოს მუსიკალურ მხარეს. თბილისის მერიის ბიგ-ბენდი მონაწილეობს და ულოცავს `ნატახტარს~ დღევანდელ დღეს. სოლისტებთან ერთად გვაქვს ძალიან მხიარული და დინამიური პროგრამა. ასე რომ ხალხი ნამდვილად არ მოიწყენს" - განაცხადა მომღერალმა მაია ბარათაშვილმა.