ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის ტერიტორიის მიმდებარედ ექსპროპრიაციის პროცესს აგრძელებს. მთავრობის №1-1/194 ბრძანების მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. კერძოდ საუბარია რობერტ ჩაჩავას საკუთრებაში არსებული 20000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 664 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე
მასალის გამოყენების პირობები