ხვალ, 26 იანვარს, 12:00 საათზე სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" „გუდვილი" პრესკონფერენციას გამართავს. სადაც "გუდვილის" მენეჯმენტი მედიის წარმომადგენლებს 2012 წლის გეგმებს გააცნობს და მოკლედ მიმოიხილავს განვლილი წლის შედეგებს.
პრესკონფერენციის ძირითადი ნაწილი „გუდვილის" ახალი ბრენდის პრეზენტაციას და კონცეფციის გაცნობას დაეთმობა. აქვე საუბარი იქნება „გუდვილის" განვითარების სტატეგიულ მიზნებზე, ქსელისა და ასორტიმენტის გაფართოებაზე, ექსკლუზიურ იმპორტზე და ინოვაციებზე, რომელსაც მომხმარებელი მიმდინარე წელს „გუდვილის" ან მისი შვილობილი ბრენდების სახელით გაიცნობს.