დღეს, 25 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში, დავოსში გაემგზავრა, სადაც 25-29 იანვარს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართება.
მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, 25 იანვარს გამართულ საქართველოს პრეზენტაციაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გამოვა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ენერგეტიკის ევროკომისრის გიუნტერ ოტინგერის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრები. გაიმართება შეხვედრა აშშ-ს კონგრესის დელეგაციის წევრებთან.
აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილოებას მიიღებს კონგრეს-ცენტრში გამართულ ინტერაქტიულ სესიაში - „კორუფცია და გამჭვირვალობა", მრგავლი მაგიდის გარშემო გამართულ დისკუსიაში თემაზე „GAC-ის როლი გადაწყვეტილებათ გლობალურ მიღებაში" და სამუშაო სადილში „Moving into 2012".