"საქსტატის" ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ათეულიდან 2011 წელს ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა თხილის (103 პროცენტი), აზოტოვანი სასუქებისა (100 პროცენტი) და მსუბუქი ავტომობილების (98 პროცენტი) სასაქონლო ჯგუფების ექსპორტში.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2011 წელს კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 894 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 13 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 511 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალ¬ბა¬დების ჯგუფი დარჩა 237 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო პროდუქციის ათეულიდან 2011 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციების (104 პროცენტი), გამომთვლელი მანქანებისა (53 პროცენტი) და ნავთობის აირების (47 პროცენტი) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9247 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 36 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2189 მლნ. აშშ დოლარი იყო (39 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 7058 მლნ. აშშ დოლარი (34 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წელს 4869 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (32 პროცენტით მეტი).
"საქსტატის" ინფორმაციით, სავაჭრო დეფიციტის აბსოლუტური მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, მისი წილი მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2007 წლის შემდეგ ტენდენციურად კლებადია. ამ მაჩვენებელმა ყველაზე დაბალ ნიშნულს 2011 წელს მიაღწია და 52.7 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის გეოგრაფიული არეალი ყოველწლიურად ფართოვდება. 2011 წლისთვის სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 147 ქვეყანა შეადგინა.