ღვინის სამშობლო - საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც ამერიკული გამოცემა Wine Enthusiast Magazin-ის კვლევით 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება, სადაც ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობაში ფიქრობენ, რომ 2014 წლის ბოლოს საქართველოს ქართული ღვინისა და ღვინის ტურუიზმის ჯეროვან პოზიციონირებას მსოფლიო ბაზრებზე აუცილებლად მოახერხებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ 2012 წელს ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციისათვის მაქსიმალური ქმედებები იქნება გატარებული.
"აუცილებელია, რომ ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის პოლურაიზაციაში ჩართული იყოს როგორც ის ბიზნესი, რომელიც ღვინოს აწარმოებს ასევე მთავრობა, რომელმაც მარკეტინგული სამუSაოები უნდა აწარმოოს. 2012 წელს ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყება, რომელიც მიძღვნილი იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის.უკვე გამოკვეთილია მიზნობრივი ბაზრები მათ შორის არის ის ადგილები სადაც ქართული ღვინის ცნობადობა უკვე არსებობს", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვერა ქობალია.
რაც შეეხება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაია სიდამონიძე არ უარყოფს, რომ ღვინის ტურიზმის მხრივ საქართველოს სათანადო პოზიცია ამ დროისათვის არ უკავია, თუმცა მისი ინფორმაციით, 2 წელიწადში საქართველო ამ მიმართულებით თავის სათქმელს აუცილებლას იტყვის.
"საქართველო ღვინის სამშობლოა და გვაქვს უნიკალური ქვევრის ღვინო. მაგრამ მეორე მხრივ მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირების მხრივ, ქართულ ღვინოს სათანადო ადგილი არ უკავია. ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის ძალიან ბევრი რამ კეთდება ,თუმცა მეორე მხრივ აუცილებელია, რომ კონკრეტული ღვინის ტურები შეიქმნა და წელს ეს ჩვენ კახეთიდან უკვე დავიწყეთ და გავრცელდება სხვა რეგიონებზეც. კონკრეტულ მარშუტებს გაეწევათ მარკირება და მოხდება ღვინის ხარისხის მონიტორინგი", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მაია სიდამონიძე.
შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა პროფესიონალურმა ჟურნალმა Wine Enthusiast Magazin-მა, რომელიც 700-ათასიანი ტირაჟით გამოიცემა, შედაგინა 2012 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურების ათეული, სადაც ღვინის დაგემოვნება არის შესაძლებელი. საიში შევიდა ახალი ზელანდიის, ცენტრალური ოტაგოს რეგიონები, შამპანი საფრანგეთში, კოლჩაგუა ჩილეში, მოზელის ველი გერმანიაში, ნაპას ველი, სანტა ბარბარა და ვირჯინია აშშ-ში, ტოკაის მთისძირი უნგრეთში, პრიორატ-კამბრილსი ესპანეთში და ვენეტო იტალიაში.
Wine Enthusiast ურჩევს ტურისტებს, ყურადღება მიაქციონ უნგრულ ტოკაის, სადაც არა მხოლოდ კარგი ღვინოა, არამედ სასურსათო მაღაზიების დიდი რაოდენობა, ლამაზი ბუნება და მრავალრიცხოვანი ტურისტული შემოთავაზებებია. სტატიაში აღნიშნულია, ტოკაის ღვინო ასუ "ღვინის მეფედ" დასახელდა.