საერთაშორისო ბრენდ საკონსულტაციო კომპანიამ Interbrand გამოაქვეყნა ყოველწლიური ბრენდების რეიტინგი Best Global Brands, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირფას მარკებს წარმოგვიდგენს, რომლის შემადგენლობასი ავტომობილებიც შედის. რეიტინგის ლიდერი გახდა იაპონური ფირმა „ტოიოტა".
ბრენდის ღირებულება შეფასდა 27.76 მლრდ. დოლარად, რომელიც 6%-ით მეტია ვიდრე შარშანდელი მაჩვენებელი. მეორე ადგილზე გავიდა „მერსედეს-ბენცი" . მესამე ადგილზე დაიკავა გერმანულმა საავტომობილო ფირმამ „ბმვ". ეს სამი მარკა, საერთო რეიტინგში, შესაბამისად მე-11, მე-12 და მე-15 ადგილებს იკავებენ.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ ისეთი ბრენდები, როგორრებიც არიან: „ჰონდა", „ჰარლი დევიდსონი", „ფორდი" და „აუდი".