2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად ცხადდება. დღეს, 24 იანვარს, 12:00 საათზე სასტუმრო Holiday Inn-ში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
აღნიშნულ შეხვედრაზე განხილული იქნება ყველა პროექტი, რომელიც 2012 წელს ტურიზმის განვითარების მიზნით განხორციელდება კახეთის რეგიონში. პრეზენტაციას წარმოადგენს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე და კახეთის გუბერნატორი ბატონი გიორგი ღვინიაშვილი. პრეზენტაციას დაესწრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან მედიის, ტურიზმის ინდუსტრიის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.