აზერბაიჯანმა თურქეთს გაზის ტარიფის გაიაფებაზე უარი უთხრა. თურქული სააგენტოების ინფორმაციით, აზერბაიჯანმა, ისევ როგორც ადრე ირანმა თურქეთის წინადადება გაზის ტარიფის გაიაფებასთან დაკავშირებით უგულვებელყო. ცოტა ხნის უკან თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა რუსული გაზის გაიაფების შესახებ განაცხადა, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.
„ამ დროისათვის ჩვენ განვიხილავთ აზერბაიჯანული გაზის ტარიფის დაკლებას. ასევე განხილვის სტადიაშია ტარიფის დაწევა სხვა მომწოდებლებისგან, საუბარია ნიგერიასთან, ირანთან და ალჟირთან"- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის უკან ხელმოწერილი კონტრაქტით თურქეთი აზერბაიჯანულ გაზს შაჰ-დენიზის საბადოდან იღებს და როგორც თურქული მხარე აღნიშნავდა აზერბაიჯანისთვის თურქული გაზის ტარიფის გადახედვა 2018 წლამდე არ იგეგმებოდა, თუმცა 2011 წლის უკან თურქეთმა აზერბაიჯანთან გაზის ტარიფის დაკლებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.