ხვალ, 24 იანვარს, 19:00 საათზე ,„თბილისის ივენთ ჰოლში"კომპანია „ნატახტარის" გრანდიოზული პრეზენტაცია-მიღება გაიმართება, რომლის დროსაც მოწვეულ სტუმრებს წარუდგენენ განახლებულ „ნატახტარს". ლუდის ქართული ბაზრის ლიდერი კომპანიის მნიშვნელოვანი სიახლისა და სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოების კითხვებს „ნატახტარის" მარკეტინგის მენეჯერი თორნიკე ნიკოლაიშვილი უპასუხებს.
პრეზენტაციის ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართება მუსიკალური საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: Tbilisi Big Band, მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, თაკო გაჩეჩილაძე, ზაურ შავგულიძე, გიორგი სუხიტაშვილი, მარიკა ონიაშვილი, თამთა ცხვიტავა, დავით ილურიძის ბენდი, ხათუნა ჯალაღონია და მაკა გამყრელიძე. ღონისძიების სპეციალური სტუმარი კი PHILL DA CUNHA-ია (ბრიუსელი/ბელგია).
შეგახსენებთ, რომ 2005 წლის სექტემბერში, სააქციო საზოგადოებამ „ლომისმა" თი-ბი-სი ბანკისა და EBRD-ის უპრეცენდენტო ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში „ნატახტარი". სოფლის დედაქალაქთან სიახლოვე და ნატახტრის წყლის უნიკალური თვისებები შესანიშნავ პირობებს ქმნიდა წარმატებული საწარმოს შესაქმნელად.
2008 წელს ლუდსახარშის საქმიანობით დაინტერესდა მსოფლიოში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Efes Breweries International, რომელმაც ლუდსახარშის 100%-იანი წილი შეიძინა. ამის შემდეგ დიდ ყურადღება მიექცა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ხარისხის მართვას. განხორციელდა ინვესტიციები თანამედროვე საწარმოო ხაზებისა და ლაბორატორიის უახლესი დანადგარებით აღჭურვისათვის.
პროდუქციის მიკრობიოლოგიური და ჰიგიენური უსაფრთხოების სრული გარანტია უახლოესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიაა. საწარმოში ტარა იონიზირებული ჰაერით და ულტრაიისფერი სხივების საშუალებით სუფთავდება. პოლიეთილენის ბოთლები იფარება დამცავი გარსით, რაც პროდუქციის საშიში მინარევებისაგან დაცვას და შენახვის ხანგრძლივობას განაპირობებს. პროდუქციის ხარისხს კი უნიკალური თვისებებით გამორჩეული ნედლეული და ტექნიკური პერსონალის დახვეწილი ოსტატობა უზრუნველყოფს.
„ნატახტარი" ქართული ლუდის ბაზრის 65%-ზე მეტი წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის სამ ბრენდს (ნატახტარი, 3D [ტრიდე] და ეფესი), სამ ქვებრენდს (კასრი,ქარვა და ექსტრა) და შვიდი დასახელების ლიმონათს
2008 წლიდან კომპანია "ნატახტარი" გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის ოფიციალური სპონსორი. 2011 წლიდან კი - კალათბურთის ფედერაციისა და ნაკრების სპონსორი.