დღეს, 18 იანვარს, ეროვნული ბანკის 83-დღიან N3, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.96%, მაქსიმალური 7.17%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.06%-ით განისაზღვრა.