ხვალ, 18 იანვარს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება.
წინა სხდომა 2011 წლის 21 დეკემბრს გაიმართა, რომელზედაც საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 6.75 პროცენტამდე შემცირების შესახებ.