სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიამ" და კომპანია „ბლოკ ჯორჯიამ" მარტვილის რაიონში ახალი სამედიცინო ცენტრი გახსნეს. სადაზღვეო კომპანიის ინფორმაციით, მარტვილის რაიონში მდებარე დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და აღჭურვილია უახლესი აპარატურით და 15 საწოლზეა გათვლილი. აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში დასაქმებულია 70-მდე მაღალკვალიფიციური მედპერსონალი.
მარტვილის რაიონის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ხდება მაღალხარისხიანი ჰოსპიტალური, ამბულატორიული და პრე-ჰოსპიტალური სერვისები.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მარტვილის რაიონული საავადმყოფოს შესაქმნელად სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ 2 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა.