საქართველოში დონალდ ტრამპის ვიზიტის თარიღი კვლავ გაურკვეველია.
ცნობილი ამერიკელი მილაირდელის ვიზიტი საქართველოში ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა შემდგარიყო, თუმცა ვიზიტი გადადიდო და მაშინ "სილქროუდ ჯგუფმა" განმარტება გააკეთა, რომ ვიზიტი სავარაუდოდ 2012 წლის დასაწყისში შედგებოდა. თუმცა ამ დროისათვის "სილქროუდ ჯგუფი" საქართველოში The Trump Organization-ის დამფუძნებელის ვიზიტის კონკრეტულ თარიღს ვერ აკონკრეტებს.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქროუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში, მარტში გაფორმდა.
ქართულ მხარესა და დონალდ ტრამპს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად Trump Tower საქართველოშიც აშენდება.
გეგმის მიხედვით, ტრამპის ინვესტირებით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო უნდა აშენდეს. მშენებლობაში პირველ ეტაპზე 250 მილიონი ამერიკული დოლარი ჩაიდება, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდას გეგმავს.
პროექტის დასრულების შემდეგ, სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების გარდა, შენობებში კომერციული ფართები და სამორინეები განთავსედება.