მაიკლ ჯექსონის ადრე უცნობი ლექსის ხელნაწერს აუქციონის სახლი "Bonhams"-ი გასაყიდად გამოიტანს.
ლოტი გარდაცვლილი პოპმუსიკოსის პირადი დერმატოლოგის, დოქტორ არნოლდ კლეინის კოლექციის ნაწილს წარმოადგენს. ხელნაწერი შედგება მხოლოდ რვა სტრიქონისგან და აშკარად ჯექსონის დაუმთავრებელი სიმღერაა.
აუქციონის ორგანიზატორები ელიან, რომ ლოტისგან არანაკლებ 3-5 ათას დოლარს მიიღებენ.
მოსალოდნელია, რომ მომღერლის უცნობი ლექსის ხელნაწერი გახდება აუქციონის მთავარი ლოტი კლეინის კოლექციიდან, რომელიც ლოს-ანჯელესში 23 იანვარს გაიმართება.
გარდა ხელნაწერისა კლეინმა აუქციონზე გამოიტანა მაიკლ ჯექსონის პოსტერები, ავტოგრაფები და ტანსაცმელი.
მომღერლის ნივთების გაყიდვა, რომელიც ექიმს ეკუთვნოდა, არნოლდ კლეინის გაკოტრებას მოჰყვა.