დღეს, 11 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 44 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.870 პროცენტით, მაქსიმალური 8.980 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.947 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 8.9 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.