საქართველოს კონტროლის პალატა აქვეყნებს იმ ხარჯების რაოდენობას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ მოძრაობას, "ქართულ ოცნებას" სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის აქვს გადახდილი.
კონტროლის პალატის ანგარიშის თანახმად, 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე, "ქართულ ოცნებას" მედიასაშუალებებისთვის ჯამში 754 165 ლარი აქვს გადახდილი. "ქართულმა ოცნებამ" სარეკლამო რგოლის განთავსებისთვის "შპს სტუდია მაესტროს" 195 622 ლარი შეადგინა, "შპს ტელეკომპანია კავკასიას" - 147 893 ლარი, "შპს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს" - 83 261 ლარი. "ქართულმა ოცნებამ" ტელეკომპანია კავკასიას ტრანსლაზიის უზრუნველყოფად კონტროლის პალატის ინფორმაციით 30000 ლარიც გადაუხადა, ხოლო შპს რადიო უცნობსა და შპს რადიო ცენტრ პლუს-ს რეკლამირებისთვის 31 400 - 31 400 ლარი. "ქართულ ოცნებას" პრეზენტაციის ეთერში გაშვებისთვის შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთისთვის" 10 000 ლარი აქვს გადახდილი, პრეზენტაციის რეჟისურისთვის კი მანანა ბერიკაშვილისთვის გადახდილმა ხარჯმა კი 8 403 ლარი შეადგინა.
მედია მომსახურეობაში გადახდილი თანხმები ასე გამოყურება:
სარეკლამო რგოლის ღირებულება - შპს სტუდია მაესტრო - 195 622 ლარი
სარეკლამო რგოლების განთავსება - შპს ტელეკომპანია კავკასია -147 893 ლარი
სარეკლამო რგოლები - შპს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი - 83 261 ლარი
მომსახურების ღირებულება - შპს 'რე-ანიმატორი' -72 370 ლარი
სარეკლამო ფართის გამოყოფა - შპს ჩოხატაურის მაცნე - 54 150
რეკლამირება - შპს რადიო უცნობი - 31 400
რეკლამირება - შპს რადიოცენტრი პლუს - 31 400
ტრანსლაციის უზრუნველყოფა - შპს ტელეკომპანია კავკასია - - 30 000
ააიპ საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი -20 340
სატელევიზიო სარეკლამო ვიდეორგოლი - შპს 'რე-ანიმატორი' - 17 630
სპეც. გამოცემა სახელწოდებით "ქართული ოცნება" - შპს საგამომცემლო ცენტრი საერთო სიტყვა - 14 000
პრეზენტაციის ეთერში გაშვება - შპს ტელე-რადიო კომპანია 'თრიალეთი' - 10 000
რეკლამის განთავსება - შპს გაზეთი რუსთავის ამბები - 7 875
სოციალური მედიის მონიტორინგი - გიორგი უძილაური - 5 625
სარეკლამო მომსახურება - შპს 'ყოველდღიური გაზეთი რეზონანსი' - 2 400
მომსახურეობის ღირ-ბა - შპს რადიოცენტრი პლუს - 2 111
მომსახურეობის ღირ-ბა - შპს ახალი ამბების სააგენტო კაუკასუსნიუსი - 1 987
ფოტო მომსახურების საფასური - შპს ახალი ამბები - 1 416
მომსახურების საფასური - შპს ნიუსრუმი - 829
პრეზენტაციის ტრანსლაციისთვის - შპს 'ტელეარხ-25' - 663
პრესრელიზის გავრცელება - შპს ჯეოჰოტნიუსი - 600
სოციალური მედიის მონიტორინგი - გიორგი უძილაური - 375
სარეკლამო განცხადების განთავსება გაზეთ 24 საათში - შპს 'მვპ' - 297