კომპანია "მერსინ ტურიზმი" ბათუმში ორ სასტუმროს ააშენებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობასა და კომპანია "მერსინ ტურიზმს" შორის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება დაიდო. სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულების ფარგლებში ბათუმში, შავშეთისა და გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე შენობა-ნაგებობზე 2012 წლის ბოლომდე განხორციელდება არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და მასში ამოქმედდება სასტუმრო კომპლექსი, ასევე 2016 წლის ივნისისათვის დასრულდება ამავე ტერიტორიაზე მეორე სასტუმროს მშენებლობა 100 ნომერზე, პროექტში დასაქმებულთა არანაკლებ 90% იქნება საქართველოს მოქალაქე.