2012 წლის 1-ლი იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სპეციალური სავაჭ¬რო ზონის (სსზ) სტატუსის მქონე პირის მიერ. მთავრობის დადგენიულების მიხედვით, პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებს 2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია სსზ-ის სტატუსი მი¬იღოს და 2014 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) ამ წესით გა¬ნა¬ხორციელოს.
მთავრობის დადგენილების მიხედვით ირკვევა, რომ სსზ-ის სტატუსის მიღების მიზნით დაინტერესებული იურიდი¬ული პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მთავრობა იღებს.
ხოლო მთავრობის განკარგულებაში მითითებულ ვადაში სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთ¬ხოვნების შესრულების კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსა¬ხური, რომელიც ამ პირობების შესრულების შემთხვევაში გასცემს სსზ-ის სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს. სერტიფიკატში მითითებული უნდა იყოს თარიღი, რომლიდანაც პირი ვალდებულია ფუნქციონირება და საგადასახადო ვალდებულების შესრუ¬ლება განახორციელოს საგადასახადო კანონმდებლობით სსზ-ის სტა¬ტუსის მქონე პირისათვის დადგენილი წესით.
მთავრობა უფლებამოსილია, სსზ-ის მოწ¬ყობის კა¬ნონ¬მდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, პირს მო¬ს¬თხო¬ვოს უზრუნველყოფის საშუალებების (საბანკო გარანტია და სხვა) წა¬რ¬დგენა და განსაზღვროს მისი ოდენობა.
აღსანიშნავია, რომ სსზ უნდა შედგებოდეს საწყობისაგან, რომელშიც მოთავსდება ყველა სახის სა¬ქონელი. სსზ-ის საწყობს უნდა ჰქონდეს ერთი შესასვლელი, საიდანაც მოხდება ტვირთების შეტანა, და ერთი გასასვლელი, საიდანაც ტვირთი მოხვდება სავაჭრო ტერიტორიაზე. სავაჭრო ტერიტორიაზე მოხვედრის გარეშე საწყობიდან საქონლის საბითუმო მიწოდებისათვის დამატებით შესაძლებელია მოეწყოს ერთი გასასვლელი;
სსზ უნდა შედგებოდეს ასევე სავაჭრო ტერიტორიისაგან (რომელიც უნდა დაიყოს მოლებად საქონლის სახეობების მიხედვით, სადაც განლაგებული იქნება სავაჭრო ობიექტები (მაღაზია ან/და დახლი) და ასევე ცენტრალიზებულად მართული სალარო პუნქტებისაგან (სადაც განხორციელდება მომხმარებელთან ანგარიშსწორება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით).
სსზ-ის სტატუსის მქონე პირის ვალდებულია სსზ-ის ტერიტორიაზე მოაწყოს სსზ-ის საწყობი, სადაც განხორ¬ციელდება შესული საქონლის აღრიცხვა რაოდენობისა და სახეობის მი¬ხედვით, აგრეთვე ამ საქონლის მესაკუთრეთა იდენტიფიცირება. სტატუსმის მფლობელი ვალდებულია ასევე სსზ-ის საწყობში განახორციელოს თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება, რომლის მოხსნა/ნეიტრალიზაცია განხორციელ¬დება რეალიზებულ საქონელზე ცენტრალიზებულ სალაროში თანხის გადახდისას;
სსზ-ის ტერიტორიის მესაკუთრის შეცვლისას, მესაკუთრის შეცვ¬ლამდე სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ევალება, აცნობოს საქართველოს მთავრობას გასხვისების ფაქტისა და ახალი მესაკუთრის შესახებ. ასეთ შემთხვევაში სსზ-ის ტერიტორიის ახა¬ლი მესაკუთრე ითვლება ძველის უფლებამონაცვლედ და მასზე ვრცელ¬დება ყველა ის უფლება და ვალდებულება, რომლებიც გააჩნდა სსზ-ის ტე¬რიტორიის ძველ მესაკუთრეს.
იმ შემთხვევაში, თუ სსზ-ის სტატუსის მქონე პირს სურს გაზარ¬დოს/შეამციროს სსზ-ის ტერიტორიის ფართობი, იგი ვალდებულია სულ მცირე 3 თვით ადრე აცნობოს ამ განზრახვის შესახებ შემოსავლების სამ¬სახურს და წარუდგინოს მას, ამ წესის შესაბამისად, გეგმები სსზ-ის გაფა¬რთოებული/შემცირებული საზღვრების ჩვენებით და სსზ-ის ახალ ტერი¬ტორიაზე დააკმაყოფილოს სსზ-ის შექმნისა და ფუნქციონი¬რები¬სათვის ამ წესით დადგენილი ყველა პირობა.
სსზ-ის შიგნით განლაგებული სავაჭრო ობიექტები (მაღაზია, დახ¬ლი და სხვ.) საქონლის რეალიზაციას ახდენენ შტრიხკოდიანი „სტიკერის" ამობეჭდვით ან გაყიდული საქონლის სხვაგვარი ნიშანდებით. შეძენილ საქონელზე საფასურის გადახდა ხორციელდება სსზ-ის ტერიტორიის დატოვებისას ცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით ორ¬განიზებულ სალაროებში. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის რეალიზაცია განხორციელდა სა¬კომპენსაციო თანხის ადგილზე (სსზ-ის სალაროში) გადახდის გარეშე, სა¬ქონელმა სსზ-ის ტერიტორია უნდა დატოვოს სსზ-ის საწყობის გავლით.
თუ პირს განზრახული აქვს, შეწყვიტოს ბაზრის ან/და შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტებისა და სა¬ვაჭრო ადგილების გაქირავება, მან სსზ-ის სტატუსის გაუქმების მოთ¬ხოვნით საქმიანობის შეწყვეტამდე 3 თვით ადრე განცხადებით უნდა მი¬მართოს შემოსავლების სამსახურსა და 3 თვით ადრე აცნობოს სავაჭრო ად¬გილების დამქირავებელ პირებს. სსზ-ის სტატუსი გაუქმებულად ითვლება ბაზრობის ორგანი¬ზების საქმიანობის შეწყვეტის მომდევნო დღიდან.