აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს სამინისტროს მიერ პრივატიზირებული იქნა სულ 92 უძრავ-მოძრავი ქონება.
სამინისტროს ინფორმაციით, უპირობო აუქციონზე გასხვისებულია 1 მლნ. 783 ათას 640 ლარის ოქნება, პირობებიან აუქციონზე - 3 მლნ. 22 ათას 650 ლარის ქონება გასხვისდა. რაც შეეხება პირდაპირი მიყიდვით ქონების გასხვისებას, გასულ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტრომ 31 ობიექტი გაასხვისა, რომლის საერთო ღირებულებაც 14 მლნ.794 ათას 200 ლარია. რაც შეეხება მანქანებს, ჯართთსა თუ სხვა ძირითად საშუალებებს გასულ წელს მხოლოდ 53 ათას 450 ლარის ქონებაა გასხვისებული.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ 2011 წელს სამინისტროს მიერ პირობებიანი ელექტრონული აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებული იქნა 48 ობიექტი, საპრივატიზებო, პირობად განისაზღვრა არანაკლებ 191 მლნ. 625 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელება, შეიქმნება საწარმოები და დასაქმდება რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.
2011 წელს ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვალა სხვადასხვა პერიოდში პრივატიზებულ 15 ობიექტის მყიდველს. გაიხსნა "აჭარული ღვინის სახლი", სადაც ხდება ყურძნის ჩაბარება და ჩხავერის ჯიშის ღვინოს ჩამოსხმა, სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტები და კინო თეატრი, აღნიშნულ ობიექტებში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობამ 120 მლნ. 424 ათასი 543 ლარი შეადგინა.