პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები იურიდიულ და ფიზიკურ პირებზედაც ვრცელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით "მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პოლიტიკური პარტიის კონტროლის ქვეშ, ან აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.
ასევე იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის, ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისგან თავის შეკავების თაობაზე; პირზე, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებულ პირებზე, აგრეთვე მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირებზე.