კურორტ გომარდულის ტურისტული სოფელი, ხვალ, 29 დეკემბერს გაიხსნება, სადაც უკვე აშენდა 5 მაღალი კლასის კოტეჯი.
კოტეჯებთან ერთად შენდება ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის აუცილებელი ყველა ობიექტი: გზები, რესტორანი, კაფე და სხვა. გომარულის ტურისტულ სოფელს მომავალში კიდევ 5 კოტეჯი დაემატება. განვითარდება საოჯახო სასტუმროების ქსელიც, რაც ბუნებრივია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და კურორტის პოპულარიზაციას ერთნაირად შეწყობს ხელს.
ახალი კურორტის განვითარება და მშენებლობა გახსნამდე რამდენიმე დღის ადრე უკვე მოინახულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქართველ და ავსტრიელ არქიტექტორებთან ერთად.
„აჭარა ღირსშესანიშნავი რეგიონია. ზღვისპირა ბათუმიდან სამთო კურორტზე საათსა და ათ წუთში ამოვედი. გომარდული იქნება, როგორც შესანიშნავი სამთო-სათხილამურო კურორტი, ასევე იგი დამსვენებლებს ზაფხულშიც მიიღებს. გომარდული პირველი კურორტია, რომელიც უკანასკნელ 30 წელიწადში აჭარაში აშენდა. დღეს აქ 50-მდე ადამიანია დასაქმებული. დროთა განმავლობაში ეს ციფრი მინიმუმ 100-მდე გაიზრდება", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
ტურისტულ სოფელში რესტორანი, კაფე და კიდევ მინიმუმ 5 კოტეჯი აშენდება. განვითარდება საოჯახო სასტუმროების ქსელიც.