2011 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 40%-თ გაიზარდა.
როგორც წლის შეჯამებისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ აღნიშნა, 2011 წელს ქვეყანაში 11 თვის მონაცემებით 2 541 223 ვიზიტორია შემოსული, ხოლო 2010 წელს მათი რაოდენობა 2 032 586 იყო.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში თურქეთიდან - 645 259, აზერბაიჯანიდან - 643254 და სომხეთიდან - 627 224 შემოვიდა, ასევე პირველ ათეულში შედიან რუსეთი, ირანი, უკრაინა, ისრაელი, აშშ, გერმანია და ყაზახეთი.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა მიერ ხუთ დღეში გაწეულმა დანახარჯმა 590-დან 310 დოლარამდე შეადგინა.
2011 წელს კი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი თბილისი, ბათუმი, მცხეთა, ქუთაისი, ლაგოდეხი, გორი, სტეფანწმინდა, სიღნაღი, ქობულეთი და მესტია იყო.