2012 წლიდან საქართველოში სავარაუდოდ რამდენიმე ე.წ "LowCost" პრინციპით მოქმედი ავიაკომპანია შემოვა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მიმდინარე წლის შეჯამებისას აღნიშნა, ე.წ "LowCost" პრინციპით მოქმედი ავიაკომპანიების მოზიდვის მიზნით, ევროპის ავიაბაზარზე მოქმედ ძირითად "დაბალ ტარიფიან ავიაკომპანიებთან" პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა არის დაგეგმილი.
ასევე, მომავალ წელს ქუთაისის კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქცია დასრულდება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვას და საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას როგორც რეგიონული, ასევე ევროპისა და აზიის მიმართულებით.
ამასთან, 2012 წელს დასრულდება ფოთის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, რომელიც ფუქნციონირებას განახორციელებს ევროპის უმაღლესის ტანდარტების შესაბამისად.