კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნებში ნოემბერში ახალი ავტომობილების გაყიდვები 1,9 %-ით გაიზარდა. ლიდერი სამხრეთკორეული "Kia Motors"-ია. ნოემბერში მისმა გაყიდვებმა 40 % -ით აიწია.
ზოგ ევროპულ მწარმოებელს საქმე ცუდად აქვს: მაგალითად, ფრანგულ "Peugeot"ს პროდუქციის გაყიდვა 19 % დაეცა. დარგისათვის კი პროგნოზები არადამაიმედებელია: ევროპაში რეცესიის დადგომისთანავე მომხმარებლები სულ უფრო მეტად შეიკავებენ თავს მსხვილი შენაძენების გაკეთებისაგან.