2012 წელს თბილისს TAIEX-ის ექსპერტების ჯგუფი ეწვევა.
ამის შესახებ წლის შეჯამებისას ეკომიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გამაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის და ტრანსპორტის სექტორის სტრატეგიის შემუშავების მიზნით და გეგმილია ევროკავშირის და ხმარების ისტრუმენტის გამოყენება და TAIEX-ის ექსპერტების მისიის მოწვევა.
მინისტრის თქმით, TAIEX Assessment Mission-ის მოწვევის თაობაზე საქართველომ დადებითი პასუხი მიიღო და ახლა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
ამასთან, 2012 წლის თებერვალში ბრიუსელში ტრასეკას საინვესტიციო ფორუმის ჩატარება იგეგმება, სადაც საქართველო ინვესტორთა მოზიდვის მიზნით წარადგენს ორ რეგიონალური მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტს.
გარდა ამისა, ასვე დაგემილია თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და სააგენტოებთან თანამშრომლობასა ტრანზიტოპოტენციალის გაზრდის მიზნით, ევროკავშირის საინფორმაციო ინფრასტრუქტურული ქსელში"TENtec"-ში ჩართვა და საქართველოს სატრანსპორტო სისტემებზე დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება.