მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმის იუსტიციის სახლთან ცნობილი ქართველი ხელოვანის თამარ კვესიტაძის ახალი მოძრავი ქანდაკება „როტაცია" ავტორთან ერთად მოინახულა.
2005 წელს შექმნილი სკულპტურა, რომელიც პარიზისა და ვენეციის გამოფენებზე იყო წარმოდგენილი, დიდი პოპულარობით სარგებლობდა, დროის მუდმივი ცვალებადობის სიმბოლოა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „როტაციაც" ისეთივე პოპულარული და გამორჩეული იქნება, როგორიც მისი „ალი და ნინოა".
„ბათუმი, მართლაც, ხელოვნების კერა ხდება. „ალი და ნინო" ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობის სიმბოლოა. ბათუმიც და ბაქოც, როგორც ქალაქები, ერთად წარმოიქმნა მე-19 -მე-20 საუკუნეების გასაყარზე, მათ პროექტებს ერთი და იგივე არქიტექტორები ქმნიდნენ, ეკონომიკური თვალსაზრისითაც ერთად განვითარდა და ამიტომ, მათ შორის მნიშვნელოვანი ისტორიული კავშირია, რომლის სიმბოლოც ეს ქანდაკება გახდა. ახლა კრიტიკაზე მეტად, ახალი იდეები და არქიტექტურული პროექტები გვჭირდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.