ხვალ, 22 დეკემბერს, 14:00 საათზე, აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომიისის გაფართოებული სხდომა გაიმართება. სხდომის მთავარი თემა იქნება "აფხაზეთის აღიარების უკანონობა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით" (ყაზბეგის 42, აფხაზეთის მთავრობის საკონფერენციო დარბაზი).
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების გარდა, რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების უკანონობაზე იმსჯელებენ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები, ცნობილი იურისტები, მეცნიერები, პოლიტოლოგები.