დღეს, 21 დეკემბერს, ეროვნული ბანკის 84-დღიან N51, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური 7.20%,მაქსიმალური 7.33%, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 7.31%-ით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები