დღეს, 15 დეკემბერს, კომპანია "დიო" დაარსებიდან 15 წლის იუბილესა და საგამოფენო დარბაზის პრეზენტაციას, ახალ საწარმოში აღნიშნავს. ღონისძიებაზე თანამშრომლობის სიგელით დაჯილდოვდებიან "დიოს" საპატიო სტუმრები. იუბილეზე წარმოდგენილი იქნება ფარდა-ჟალუზების განახლებული კოლექცია და მასთან ერთად სხვა ახალი პროდუქტები. იუბილე 18:00 საათზე აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, "დიოს" სათავო ოფისში, გაიმართება.
"დიო" არის მაღალი რეპუტაციის მქონე ქართული კომპანია, რომელიც 2004 წლიდან ფლობს ISO 9001:2008 ხარისხისა და მენეჯმენტის სერტიფიკატს. შპს "დიო" უმაღლესი ხარისხის ევროპული მასალებისგან აწარმოებს შემდეგ პროდუქციას: PVC კარ-ფანჯრებსა და მზისგან დამცავ სისტემებს - ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ ფარდა-ჟალუზებს, ტენტებს, რომაულ ფარდებსა და ფარდა როლეტებს. აგრეთვე, ავტოფარეხის კარს დისტანციური მართვით, გარე დამცავ ჟალუზებს, ფრანგულ გასაჭიმ ჭერს, ჭიშკრის ძრავსა და შლაგბაუმებს.
"დიოს" პროდუქციის მომხმარებლები არიან როგორც კერძო პირები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მთელი საქართველოს მასშტაბით.
შპს "დიოს" მფლობელობაშია ახალაშენებული, უმაღლესი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა თბილისში. კომპანიას აქვს რეგიონალური ოფისები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - ქუთაისში, ბათუმსა და თელავში.