აშშ-იდან და ევროპიდან მოთხოვნების შემცირების გამო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ექსპორტის მოცულობა შემცირდა.
ნოემბრის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქვეყნის სავაჭრი პროფიციტმა ნოემბერში 14,5 მლრდ. დოლარი შეადგინა, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 17 მლრდ. დოლარი იყო. ასევე შემცირდა ექსპორტის მოცულობა 15,9 %-იდან 13,8 %-მდე. აშშ-მ არაერთხელ გააკრიტიკა ჩინეთი ეროვნული ვალუტის დაბალი კურსის გამო, რაც უპირატესობას ანიჭებს ჩინეთის ექსპორტს სხვა ქვეყნების საქონელთან მიმართებაში.