აჭარაში ციტრუსების და სხვა ხეხილის დაფასოება-დახარისხების პუნქტის მოსაწყობად, რეგიონის მთავრობა ინვესტორს ეძებს.
ამ მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, 22 დეკემბერს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლეღვაში მდებარე 868,8 კვმ. შენობა-ნაგებობებსა და მასზე მიმაგრებული 3107 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის.
ობიექტის საწყისი ღირებულება, 30 ათასი ლარია. პირობებიანი აუქციონის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია პირობებიანი ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 12 თვის ვადაში ციტრუსების და სხვა ხეხილის დაფასოება-დახარისხების პუნქტი მოწყოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს, რომლის წარმადობა წელიწადში არანაკლებ 300 ტონა იქნება.
ინვესტორი ვალდებულია, პროექტის განსახორციელებლად მინიმუმ 100 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და პრივატიზებულ ობიექტში ციტრუსების და სხვა ხეხილის დაფასოება-დახარისხების პუნქტის ამოქმედებიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში პროფილი შეუნარჩუნოს.