კომპანია Samsung-მა მობილურების რეალიზაციაში რეკორდი დაამყარა. წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიას უკვე გაყიდული აქვს 300 მლნ. ტელეფონი.
Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიამ 300 მლნ. ტელეფონი ნოემბრის ჩათვლით გაყიდა და გამოდის რომ დეკემბრის გაყიდვებით, Samsung-ის გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება.
2010 წელს კომპანიამ 280 მლნ. ტელეფონი გაყიდა და კომპანიის მენეჯმენტის გათვლებით, 2012 წლისთვის გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება.