გაზეთ „პრაიმ ტაიმის" რედაქტორის თაკო ფხაკაძე ტელეკომპანიას „იმედის" გადაცემა „ნანუკას შოუს" ჩაწერაზე მომხდარ ინცინდენტს ადასტურებს და აცხადებს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა.
„რა თქმა უნდა განვაცხადე სამართალდამცველ ორგანოებში... ლალი მოროშკინა, იმის გამო, რომ „წლის ყველაზე უგემოვნოდ დასახელდა", ჩანგლით სურდა ჩემი დაჭრა... უგონოდ მთავრალი იყო", - განუცხადა ტრიბუნა.ge-ს თაკო ფხაკაძემ.
შეგახსნებთ, "მივმართავ სამართალდამცველებს მე ვცემე თაკო ფხაკაძე. ცოტა სისხლის წვეთები ახლაც მამჩნევია ხელზე", - ეს სკნადალური ინფორმაცია ლალი მოროშკინამ რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში დავით აქუბარდიას გადაცემაში სტუმრობისას განაცახადა.
მან ბოდიში მოუხადა ტელემაყურებელს და აღნიშნა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა.
"მირჩევნია, პასუხი ვაგო, ციხეში ჩავჯდე, ვიდრე თავმოყვარეობის შელახვა ავიტანო", - განაცხადა მოროშკინამ.
მოროშკინას ინფორმაციით, როდესაც სტუდიაში მივიდა ჩაწერაზე, ნახა გაშლილი ხალიჩა, რომელზეც ეწერა პრაიმ-ტაიმი. "როდესაც ეს ვნახე ვთქვი, რომ აქ ჩემი ადგილი არ არის. მოდით მეგობრულად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, მე უბრალოდ წავალ ამ შოუდან ერთი ადამიანი თუ მოგაკლდათ არ იქნება პრობლემა".
მოროშკინა ჰყვება, რომ შოუში აცხადებდნენ ნომინაციებს და იქ მიწვეულებს აჯილოდვებდნენ. მისივე თქმით, ყველაფერი ძალიან ლამაზად მიდიოდა და ბოლოს ის და ნუკი კოშკელიშვილი დაასახელეს ნომინაციაში "ყველაზე უგემოვნოები". მისივე თქმით, რადგან ამ ნომინაციების ავტორი იყო პრაიმ-ტაიმი, მანდ სტუდიაში სიტყვა ითხოვა და თქვა რომ თაკო ფხაკაძე ვერ შედგა როგორც ჟურნალისტი და პიროვნება.
"მე ვთქვი, რომ ალბათ თაკო ფხაკაძე ვერ შედგა როგორც ჟურნალისტი, პიროვნება, ქალი; ვერ შდგა, როგორც ჯანმრთელი ქალი. მისი სილიკონებით გადაბერილი სახე ლამის არის გადასკდეს და შურს ყველა ქალის ჯანმრთელის, მოაზროვნის, რომელიც თავისით იკვალავს გზას და არა გიგი უგულავას დაფინანსებული გაზეთით", - განაცხადა მოროშკინამ და აღნიშა, რომ ამის შემდეგ მას ყურში ჩაესმა თაკო ფხაკაძის "ქრიქილი", რის გამოც სცემა.
მისი თქმით, მას ურჩევნია იჯდეს ციხეში, ვიდრე უღირს ადმიანებთან ერთად იდგეს.