საქართველოს რუმინეთსა და საბერძნეთში ახალი ელჩები ეყოლება. რუმინთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე იქნება, ხოლო საბერძნეთის რეპსუბლიკაში დავით ბაქრაძე.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ორივე ელჩის კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინა. ილია გიორგაძე 2009 წლიდან დღემდე არის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ეუთოსა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. დავით ბაქრაძე კი 2011 წლის ივლისიდან დღემდე არის ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და ამასთან 2011 წლის აგვისტოდან საქმეთა დროებითი რწმუნებული.
ორივე ელჩის კანდიდატრაზე ჯერ კომიტეტები იმსჯელებენ, შემდგე კი სესიაზე უყრიან კენჭს.
პარლამენტის თავმდჯომარემ დღეს ბიუროს სხდომაზე იხუმრა, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში დასანიშნი დავით ბაქრაძე სხვა დავით ბაქრაძეა და არა თვითონ.