„გადასახადები და უთანასწორობა" - ამ თემაზე ინდოეთში, ქალაქ ნიუ-დელიში მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც სპიკერის რანგში მონაწილეობს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი. კონფერენციას ესწრებიან წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენციის სპიკერად საქართველოს წარმომადგენლის შერჩევა, ადასტურებს იმ მზარდ ინტერესს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესწრეები იჩენენ საქართველოს მიმართ ქვეყანაში გატარებული წარმატებული ეკონომიკური რეფორმების გამო.
კახა ბაინდურაშვილმა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისთვის გააკეთა სპეციალური პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რა ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ხელისუფლებამ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგადასახადო სისტემის, კორუფციისგან თავისუფალი გარემოს, მარტივი სერვისებს, უცხოური ინვესტიციებისთვის ღია კარის პოლიტიკის შექმნისთვის, რის შედეგადაც დღეს სხვადასხვა სახის რეგულაციებისგან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და ტრანსპარენტულია.
კახა ბაინდურაშვილმა ასევე გამართა ორმხრივი სამუშაო შეხვედრები ინდოეთის ბიზნეს-ასოციაციასთან და ინდუსტრიულ ფედერაციასთან. დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები ქართველი ბიზნესმენების ჩაყვანაზე ინდოეთში საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად და ახალი ბიზნესპროექტების შესარჩევად.