2012 წლიდან ახალი საკრუიზო ხომალდების მისაღებად და არსებული სერვისის გაუმჯობესების მიზნით ბათუმის ნავმისადგომის მოდერნიზება იგეგმება.
როგორც ცნობილია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ სტამბოლში მიმდინარე საკრუიზო ფორუმ "Seatrade"-ზე რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარების პრესპექტივებზე ისაუბრა.
ლევან ვარშალომიძემ მსოფლიოს წამყვან საკრუიზო ხაზების ოპერატორებს ბათუმის პორტის შესაძლებლობები და რეგიონში არსებული მდგომარეობა გააცნო.