იტალიის პოლიციამ კრიმინალური კლანის "კაზალეზის" მეთაური მიქელე ძაგარია დააკავა. "კაზალეზი" კამორას კრიმინალურ სინდიკატში შედის.
მიქელე ძაგარია 16 წლის გამნავლობაში მკვლელობის, გამოძალვის, ძარცვის და სხვა დანაშაულისათვის იძებნებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის მის მშობლიურ ქალაქ ნეაპოლში მიწისქვეშა ბუნკერში იპოვეს.
"კაზალეზის"კლანი, რომელიც კამორას კრიმინალურ სინდიკატში შედის, ჩრდილოვან სფეროებს აკონტროლებს კამპანიას რეგიონში, ნეაპოლის მახლობლად.