საპარტნიორო ფონდის პროექტში მონაწილეობის მსურველებს საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება უუქმდებათ. ამის შესახებ ცვლილება სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონში შედის, რომელიც პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით მიიღო.
კანონის მოქმედი რედაქციით, საპარტნიორო ფონდის პროექტში მონაწილეობის მსურველმა, საინვესტიციო თანხის მინიმუმ 10 %-ის ოდენობის საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს. კანონპროექტი სწორედ ამ ვალდებულებას აუქმებს.
საპარტნიორო ფონდი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არის შექმნილი. კანონპროექტის თანახმად, ფონდი პროექტს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება სოფლის მეურნეობის სფეროში, სულ ცოტა - 5 მილიონი, ხოლო არასასოფლოსამეურნეო სფეროში, სულ ცოტა - 30 მილიონი ლარი იქნება.
ფონდი არ განიხილავს ისეთ პროექტებს, რომლებიც მომსახურების სფეროს უშუალოდ შეეხება.