"ქრისტიან-დემოკრატები" და "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრები დეპუტატების გაზრდასთან დაკავშირებით ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ.
როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, თუ ოპოზიციის ნაწილი ვერ ხვდება, რომ 150 დეპუტატისთვის 40 დეპუტატის მიმატება, პარლამენტში მრავალპარტიული სისტემის და პარლამენტის გამრავალფეროვნებას შეუწყობდა ხელს, ეს მათი პრობლემაა.
"დიახ, ხელისუფლებას ის რეალობა არ ეხატებოდა გულზე, რომელიც 190-კაციან პარლამენტს უკავშირდებოდა", - მიმართა ახვლედიანმა ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრებს და დასძინა, რომ 150-კაციანი პარლამენტი სწორედ ხელისუფლებას აძლევს ხელს.
მისი განცხადებით, დეპუტატების 75-75-ზე განაწილების პრინციპი ნიშნავს იმას, რომ მომავალი ხელისუფლებაც ყოველთვის გამოიყენებს ამ ბერკეტს და 75 მაჟორტარი ყოველთვის გადაწყვეტს პარლამენტის ნახევრის ბედს.